eng  geo  rus  tur  მარტი 25.03.2017 17:31:29
swf
ბიზნეს რეიტინგი
მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსში" XV ტრადიციული ბიზნეს დაჯილდოების შესახებ, პრესკონფერენცია გაიმართა
"ჯორჯიან თაიმსის" XV ბიზნეს რეიტინგის პრესკონფერენცია
მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" XV ტრადიციული ბიზნეს-რეიტინგის დაჯილდოება
ინტერვიუ
ბიოლოგიური მშობელი ბავშვს ვეღარ გააშვილებს
საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის 62% რუსეთზე მოდის
"თუ ხელისუფლებას ქვეყნისთვის პრობლემების შექმნა არ სურს, ევროსაბჭოს შენიშვნები უნდა გაითვალისწინოს"-ნიკა ჩიტაძე
პოლიტიკა
"თავისუფალი თაობის" ლიდერი ლადო სადღობელაშვილი აქციაზე დააკავეს
„აშშ-ში ვიზიტისას 300 ათას ლარამდე დაიზოგა“, - მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პასუხი ირმა ნადირაშვილს
ჯგუფი, რომელიც ოჯახური ძალადობის თემებზე იმუშავებს, პრემიერ-მინისტრთან ხვალ შეიკრიბება
სამართალი
ორმა დევნილმა ოჯახმა ორჯერ მიიღო სახელმწიფოსგან სოლიდური კომპენსაცია
სასამართლომ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სააპელაციო საჩივარზე გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა
შსს-მ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო კამპანია დაიწყო
სამხედრო თემა
წვევამდელთა ფიცის მიღების ცერემონიალი გაიმართა
ჩაკ ჰეიგელი: ამერიკის ჯარს, შესაძლოა, რუსეთის არმიასთან მოუხდეს საქმის დაჭერა
თავდაცვის სამინისტროს ადენაუერის ფონდის წარმომადგენლები ესტუმრნენ
პრესის დაიჯესტი
ბიძინა ივანიშვილი: ჩემთვის დღეს უფრო მძიმეა სხვა ტელევიზიები - "პირველი არხი", "მაესტრო" თუ "იმედი", რადგან პრაქტიკულად იმეორებენ და აჟიტირებას უკეთებენ იმ თემებს, რასაც წამოსწევს "რუსთავი 2"
„არგუმენტი“ თბილისის მერიას ბოდიშს უხდის
საქართველო უცხოურ მედიაში: საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის გამოძახილი
ბლოგი
დონეცკის მხარეში ტყვედ არის აყვანილი 680 უკრაინელი ძალოვანი
ლაზარე ზაქარიაძის ბლოგი: "ტრისტანის ჯვარი"
ლაზარე ზაქარიაძის ბლოგი: "სხვა სინამდვილე" (ბოინგ 777-ის კატასტროფა)
გამოკითხვა
მიეცემა თუ არა პასუხისგებაში მიხეილ სააკაშვილი?
დიახ
არა
არ ვიცი
გთხოვთ შეიყვანოთ უსაფრთხოების კოდი* CAPTCHA Image
(2.1)
ბიზნეს რეიტინგი
ბიზნეს რეიტინგი - ბიზნესის ნაციონალური ჯილდო!
2013.02.18 04:30

 

 

 

 

 ბიზნესი ცოცხალი ორგანიზმია. მასაც, ისე, როგორც ჩვენთვის ყველაზე ძვირფას ადამიანს, დრო და დრო  სჭირდება შექება, სტიმული, გვერდით დგომა, სიყვარულის დადასტურება, გამორჩეულად ლამაზი დღესასწაულის ჩუქება, რომელიც მხოლოდ მას ეკუთვნის.

კარგია, რომ არსებობენ წარმატებული, საქმიანი ადამიანები, ვინც ქმნის დოვლათს, სამუშაო ადგილებს, ავსებს ქვეყნის ხაზინას, გასცემს მოწყალებას, ეწევა ქველმოქმედებას, აკეთებს უამრავ სამომავლო საქმეს...

„ჯორჯიან თაიმსის“ ინიციატივა-წლის საუკეთესო კომპანიისა და ბიზნესმენების გამოვლენის ცერემონიალი-საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე დადებითი პროცესების მხარდაჭერისა და სტიმულირებას, ახალი ბიზნეს-გმირების აღმოჩენას და მათ პოპულარიზაციას ემსახურება.

მისი მთავარი ამოცანა წლის საუკეთესო კერძო კომპანიისა და გრან-პრის მფლობელის, ბიზნესის ნაციონალური ჯილდოს მფლობელი ბიზნესმენის გამოვლენაა. 

მალხაზ გულაშვილი: ბიზნეს-რეიტინიგის იდეის ავტორი, მედია-ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ პრეზიდენტი:     

„18 წლის წინ,  მედია-ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ მთავარი მიზანი ბიზნესის, ხელისუფლების, საზოგადოებისა და  მედიის დაახლოების ტრადიციის აღორძინება გახლდათ.

1995 წელს, არაორდინარული, მაგრამ უაღრესად აქტუალური იდეით, „ჯორჯიან თაიმსმა“ ისევ გარისკა, როგორც იმ დროს საქართველოში ბიზნესის დაწყების სურვილის მქონე ადამიანები რისკავდნენ!

საბედნიეროდ, რისკმა ორივე შემთხვევაში გაამართლა.

მედია-ჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“ ხომ თავისუფალი, პროგრესული, ეროვნული მსოფლმხედველობის მქონე პროფესიონალთა შემოქმედებითი გაერთიანებაა, სადაც ყველაზე აბსტრაქტული იდეაც კი  ფორმას იძენს.

საგულისხმოა, რომ „ჯორჯიან თაიმსი“ იყო პირველი, რომელმაც  ქვეყნის უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე წლებში განსაზღვრა საყოველთაო მხარსაჭერის ობიექტი-ეროვნული ბიზნესი.

პირველი ბიზნეს-რეიტინგიდან დღემდე, კერძო ინიციატივაზე დაფუძნებული ბიზნესი საქართველში საგრძნობლად გააქტიურდა. თავს ბედნიერად ვთვლით, რომ ამ პროცესებში ჩვენი მცირედი წვლილიცაა, რადგან მათი პირველი ნაბიჯების მოწმე და გულშემატკივარნი ვიყავით. დროთა განმავლობაში ჩვენს თვალწინ გამოიკვეთა ბიზნესმენთა ის კოჰორტა, რომლებმაც ამა თუ იმ დარგში მნიშვნელოვან წარმატებებს და შთამბეჭდავ ფინანსურ მაჩვენებლებს მიაღწიეს, შექმენს სამუშაო ადგილები, დანერგეს თანამედროვე ტექნოლოგიები და კორპორატიული მართვის სტანდარტები, ქვეყნის მასშტაბით და საზღვარგარეთ მოიპოვეს ინვესტორთა ნდობა და საზოგადოებრივი აღიარება.

„ჯორჯიან თაიმსის“ წვლილს ქართველი ბიზნესმენების სახის ჩამოყალიბებაში, წარმოჩენასა და პოპულარიზაციაში არა მარტო საქმიანი, არამედ პოლიტიკური სამყაროც აღიარებს. „ჯორჯიან თაიმსის ბიზნეს-რეიტინგმა შეასრულა პროგრამა მინიმუმი- დამატებითი სტიმულატორისა და ლობისტის როლი ბიზნესმენთა ფენის ჩამოაყალიბებასა და მათი პოზიციების გამყარებაში.

ღონისძიებამ, რომელმაც საქმიანი ადამიანების დღესასწაულის სახე მიიღო, არათუ დაკარგა აქტუალობა, არამედ ახალი მიმართულება,ამოცანა და დატვირთვა შეიძინა. 14 წლის წინ მცირემასშტაბურად ჩატარებული პირველი ბიზნეს-რეიტინგი, დღეს უკვე აღიარებული და პრესტიჟული აქციაა“.

 ნანა  გაგუა:  გამცემელი, ქართულენოვანი „ჯორჯიან თაიმსის“ მთავარი რედაქტორი:

„უინსტონ ჩერჩილს მიაჩნდა, რომ დღე, განვლილი შამპანურის გარეშე, ფუჭად ჩავლილია დღეა!

შამპანური ყველაზე ხალისიანი და ენერგიული სასმელია. შამპანურით დიდ სიხარულს, სიყვარულს, გამარჯვებებს აღნიშნავენ.

საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენების გვინდა ვუსურვოთ, ყოველი დღის ბოლოს შამპანურით დაესრულებინოთ, უსასრულოდ ეზეიმოთ გამარჯვებები, რათა ღარიბთ ჰქონდეთ მათი იმედი, რათა ქვეყანა იდგეს ფეხზე, რათა შეინახონ და დაიცვან ერის ტრადიციები და კულტურული მონაპოვარი.

ჩვენ კი ამ ღირშესანიშნავი მომენტისთვის წითელი ხალიჩა მუდამ მზად გვექნება!

ჩვენ საკუთრ თავზე გამოვცადეთ ერთი ჭეშმარიტება-„ყოველი აფრენა დიდი რისკია, დაფრენა-გამარჯვება!“.


   


   

სოციოლოგიურ და მარკეტინგულ კვლევათა ცენტრ „გორბის“ დირექტორი მერაბ ფაჩულია: 

„ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნეს-რეიტინგის ნაციონალური ჯილდოს მიღება საუკეთესო ხარისხის ნიშანია და მაღალი საქმიანი რეპუტაციის დამამტკიცებელი საბუთი.

ღონისძიების ორგანიზატორები რეიტინგის გამჭვირვალობასა და იმიჯზე ზრუნავენ. „გორბის“ მიერ ყოველწლიურად საგულდაგულოდ  ხდება კომპეტენტურ ექსპერტთა შერჩევა,რომლებიც ეცნობიან კომპანიების ანკეტურ მონაცემებს. ექსპერტები კომპანიებს შეთავაზებული კრიტერიუმებით და კონკრეტული სისტემით აფასებენ, დასკვნითი ეტაპი კი აბსოლუტურად გამჭვირვალეა, რადგან კენჭისყრაში მონაწილეობას თავად გამარჯვებული კომპანიების ხელმძღვანელები იღებენ, რომლებიც თავად ირჩევენ საუკეთესოს.

წლის საუკეთესო კომპანიისა და ბიზნესმენის ტიტული ხელს უწყობს ქართული კომპანიების პრესტიჟის ამაღლებას, მათი საქმიანი აქტივობის გაფართოებას, ქვეყნის შიგნით ეკონომიკური პროცესების გამყარებას.

ვუსურვებ ყველას- მონაწილეებსაც, სტუმრებსაც და ორგანიზატორებსაც მომავალშიც მუდამ გაეკეთებინოთ ლოგიკური და ობიექტური არჩევანი ქართული ბიზნესის, ესე იგი ქვეყნის სასარგებლოდ“.

მედია ჰოლდინგ "Georgian Times" -სა და ასოციაცია GORBI - ჩაფიქრებული აქვთ კიდევ უფრო დახვეწილი, მრავალფეროვანი და მოულოდნელი სიურპრიზებით დატვირთული დღესასწაულის ჩატარება, რომელიც კვლავ გამოავლენს წლის საუკეთესო ქართულ კომპანიებსა და ბიზნესმენებს.

შეგახსენებთ 1995 წლიდან დღემდე ბიზნეს-რეიტინგში გამარჯვებულ კომპანიებსა და ბიზნესმენებს:

_ TBC ჯგუფი _ მამუკა ხაზარაძე;

_ "კოკა_კოლა ბოთლერს ჯორჯია" _ თემურ ჭყონია;

_ "ყაზბეგი" _ გოგი თოფაძე;

_ "ყაზბეგი კასტელი" _ გოგი თოფაძე;

_ GWS _ ლევან გაჩეჩილაძე;

-შპსსამგორი" 94-ავთო წერეთელი

_ შპს "თბილავიამშენი" - პანტიკო თორდია

_ TBC ბანკი - ვახტანგ ბუცხრიკიძე;

_ "გაერთიანებული ქართული ბანკი" - ვანო ჩხარტიშვილი;

_ შპს "სამგორი 94" - ავთო წერეთელი;

_ `ჯეოსელი" _ ოსმან თურანი

-"ჯეოსელი"- ოსმან თურანი

-ჯეოსელი"- ოსმან თურანი და საქართველოს ბანკი - ირაკლი გილაური

ყველა ის ბიზნესმენი, რომელსაც ერთხელ  მიუღია მონაწილეობა „ბიზნეს-რეიტინგის“ დასკვნით ცერემონიალში, კვლავ სიამოვნებით გამოთქვამს მასში მონაწილეობის სურვილს, რათა მიეცეს საშუალება საკუთარი თვალით იხილოს კოლეგების, ეროვნული ბიზნესის დარგების ეტაპობრივი წინსვლა და წარმატებები, მოისმინოს ობიექტური აზრი და თავად გააკეთოს არჩევანი ყველაზე ღირსეული სასარგებლოდ.  

   

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბიზნესმენები ბიზნეს-რეიტინგს აფასებენ...

 „ეს კონკურსი საჭირო საქმეს აკეთებს. „საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანია“ „ჯორჯიან თაიმსის“ მიერ დამკვიდრებული კონკურსის პირველი გამარჯვებულია და ჩვენ ვამაყობთ ამით“ -  მამუკა ხაზარაძე  -  „საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანია“. 1996 წელი.

 „კარგია, როცა შრომას აფასებენ, როცა იმ ურთულეს პროცესებს, რასაც შედეგის მიღწევა ჰქვია, სხვაც ხედავს. კომპანია „ყაზბეგმა“ ამჯერად „კასტელთან“ ერთად, ესე იგი ქართული ლუდის წარმოებამ რეიტინგში უკვე ორჯერ მოიპოვა პირველი ადგილი. ეს დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა“   -  გოგი თოფაძე   კომაპნია „ყაზბეგი-კასტელი“ 1999 წელი.

 „მე ვთვლი, რომ ამგვარი ღონისძიება საჭიროა და აუცილებელიც, რადგან ეს კიდევ ერთი მოტივაციაა ბიზნესმენებისთვის, გახდნენ უკეთესნი, შეძლონ უფრო მეტი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ახლა აპირებს დიდი ბიზნესის სამყაროში დამკვიდრებას.

სხვისი წარმატება წამახალისებელია. სამწუხაროდ, დღეს საქართევლოში პესიმისტური განწყობა ჭარბობს ბიზნესში წარმატების მოპოვების მიმართ. როცა „ჯორჯიან თაიმსის“ მიერ მოწყობილ ასეთ ზეიმს ხედავ, იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც იშრომეს, ასეთ სკეპტიკოსებს იმედი უჩნდებათ, რომ მათ შრომაც დაუფასდათ“. -  პაატა კურტანიძე         კომპანია „ავერსის“ დამფუძნებელი.2003 წელი.

 „რეიტინგი ცხოვრების ყველა ეტაპზე და ნებისმიერ სფეროში აუცილებელია, რადგან ის ადამიანებს ყოველთვის აძლევს გარკვეულ მოტივაციას, იმისათვის, რომ იყვნენ უფრო უკეთესნი, ვიდრე არიან. ამიტომაც აუცილებელია და საჭიროა ეს ყველაფერი“. -  ოსმან თურანი    კომპანია „ჯეოსელის“ გენერალური მენეჯერი.2009 წელი.  

„სასიამოვნოა, როცა შენი კოლეგები გაფასებენ და იმარჯვებ. როცა წლის საუკეთესო ბიზნესმენად გაღიარებენ, მოვალე ხარ მომავალ წელს უკეთესი შედგებით შეხვდე. თუმცა, ამისთვის ბიზნესმენებს არა მარტო საზოგადოებისა და მედიის, არამედ სახელმწიფოს მხარდაჭერაც გვჭირდება“ - ავთო წერეთელი       სამგორი ჯგუფი 94“. 2001 წელი.                                                                

 „მისასალმებელი ღონისძიებაა. ექსპერტები ნამდვილად ღირსეულ კანდიდატურას ასახელებენ. ასევე ღირსეულად შეირჩა 11 საუკეთესო. „ჯორჯიან თაიმსის“ საგამომცემლო სახლს ვუსურვებ, რომ რეიტინგის ინიციატივა არ გაუშვას ხელიდან, რადგან ამის მცდელობებს უკვე აქვს ადგილი. რეიტინგი თქვენ გეკუთვნით!“-  ზურაბ ტყემალაძე        კომპანია „სამება“ 1999 წელი.

 „რეიტინგი ცხოვრების ყველა ეტაპზე და ნებისმიერ სფეროში აუცილებელია, რადგან ის ადამიანებს ყოველთვის აძლევს გარკვეულ მოტივაციას, იმისათვის, რომ იყვნენ უფრო უკეთესნი, ვიდრე არიან. ამიტომაც აუცილებელია და საჭიროა ეს ყველაფერი“.  - ოსმან თურანი კომპანია „ჯეოსელის“ გენერალური მენეჯერი.2009 წელი.  

 „საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ბიზნესმენებზე არსწორი წარმოდგენა შეიქმნა. არადა, სწორედ  ისინი ქმნიან დოვლათს. ქვეყნის ბიუჯეტს „ჯორჯიან თაიმსი“ ბიზნესის ლობირებას და მხარდაჭერას ყველაზე ურთულეს პერიოდში ახერხებდა“. - ნიკო ლეკიშვილი    გადამხდელთა კავშირის თავმჯდომარე.2000 წელი.

  „ჯორჯიან თაიმსმა“ დროების შესაფერისი ყველაზე საჭირო ინიციატივა აიღო ხელში. საქართველოში ბიზნესს, მრეწველობას, საერთაშორისო ურთიერთობების დამყარებას ამ სფეროში ახლა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამ ღონისძიებით რეიტინგის ინიციატორები დიდ სამომავლო საქმეს აკეთებენ“. - ბესო ჯუღელი    საქართველოს მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე“.1997 წელი.

  „სასიამოვნოა, როცა შენო კოლეგები გაფასებენ და იმარჯვებ, როცა წლის საუკეთესო ბიზნესმენად გაღიარებენ, მოვალე ხარ, მოვალ წელს უკეთესი შედეგებით შეხვდე. თუმცა, ამისთვის ბიზნესმენებს არა მარტო საზოგადოებისა და მედიის, არამედ სახელმწიფოს მხარდაჭერაც გვჭირდება“. -  ავთო წერეთელი    „სამგორი ჯგუფი 94“  2001 წელი.

 „ვულოცავ „ჯორჯიან თაიმსს“, რომლის კიდევ ერთი დიდი გამარჯვებაა აღნიშნული ღონისძიება. მისმა რეიტინგმა უკვე მყარი ადგილი დაიმკვიდრა ჩვენს საზოგადოებაში. მე დიდ პატივად მივიჩნევ და ვამაყობ, რომ  „ჯორჯიან თაიმსის“ ერთ-ერთ რეიტინგში საუკეთესოთა შორის ვიყავი. ბიზნეს-რეიტინგი ნამდვილად საჭირო საქმეა, რომელსაც მაღალი დონის მხარდაჭერა ესაჭიროება“,  - ზაზა სიორიძე    პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე 1999წ.

  „რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია და ამ წუთებში განსაკუთრებით მინდა ნებისმიერ დამწყებ ბიზნესმენს, მეწარმეს მოვეფერო, ვურჩიო, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაყაროს ფარ-ხმალი, იბრძოლოს ბოლომდე, ვიდრე თავის ბიზნესს მყარად არ დაამკვიდრებს ამ ურთულეს სამყაროში“.  -  ლევან გაჩეჩილაძე  კომპანია „ჯი-ვი-ეს“.2000 წელი.                                                                                

„ჯორჯიან თაიმსის“ ამ ღონისძიებისა და გამარჯვებულის მიმართ, ცალსახად დადებითი აზრი მაქვს. ყველაზე ობიექტური შეფასება იქნა მიღებული 1999 წლის საუკეთესო ბიზნესმენის გამოსავლენად. „ჯორჯიან თაიმსის“ საგამომცემლო სახლი პროფესიონალური სახლია, რომელიც ეროვნული ინტერესების დასამკვიდრებლად იბრძვის“. - თემურ ბასილია - პრეზიდენტის  მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში.2000 წელი.  

 „ჩვენ ყველამ ერთად, მთელმა გუნდმა ვეცადეთ, რომ „თი-ბი-სი ბანკი“ ყველაზე სანდო, სოლიდურ და აკადემიურ ბანკად ჩამოყალიბებულიყო. წარმატებაც ალბათ დავიმსახურეთ, რადგან წლების მანძილზე დავიხვეწეთ და მსოფლიო სტანდარტებს მივუახლოვდით. მივიღეთ საერთაშორისო აღიარება, მაგრამ ჩვენი ყველაზე დიდი გამარჯვება ის იქნება, როცა ქართული საზოგადოება რეალურად შეაფასებს და დარწმუნდება საბანკო სფეროს უპირატესობასა და სანდოობაში.

ამაში ჩვენი ბანკის წვლილიც იქნება და „თი-ბი-სი ბანკი“ იამაყებს ამით. დღეს ვამაყობთ, რომ საბანკო სფერო 2001 წლის საუკეთესო ბიზნესად აღიარდა“. -  ვახტანგ ბუცხრიკიძე    „თი-ბი-სი ბანკი“. 2002 წელი.

  „გაერთიანებული ქართული ბანკი ყველა კარგი დასაწყსისისა და ინიციატივის მხარდამჭერია. ჩვენი ბანკი ერთიანობისა და ერთად ყოფნის მომხრეა, რადგან ძალა ერთობაშია და ერთად უამრავი კარგი საქმის ბოლომდე მიყვანა შეიძლება. ბიზნეს-რეიტინგი სწორედ ერთად ყოფნის საშუალებას იძლევა-ხელისუფლების, ბიზნესის, ინტელიგენციის, მედიის...

მიხარია, რომ საქართველოში საბანკო სექტორი წინ მიიწევს და ეროვნული ბიზნესის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სექტორად ყალიბდება.

დიდი მადლობა „ჯორჯიან თაიმსს“  ამ საინტერსო და ლამაზი ღონისძიებისთვის, დიდი მადლობა  ჩემს მეგობრებს ნდობისთვის, რაც მათ არჩევანში გამოიხატა“.   -  ივანე ჩხარტიშვილი    გაერთიანებული ქართული ბანკი.2003 წელი.

„ვფიქრობ, რომ ეს არის აუცილებელი, საჭირო ღონისძიება. ბიზნესს ყოველთვის სჭირდება რეიტინგი. ის განსაკუთრებული სტიმულია დამწყები ბიზნესმენებისთვის, რათ უფრო მეტი ყურადღებითა და პასუხისმგებლობით მოეკიდონ თავის საქმეს იმ იმედით, რომ მათი საქმიანობა იქნება დაფასებული, აღიარებული, ესაა მთავარი“. - ზაზა სიორიძე  „გაერთიანებული ქართული ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს  თავმჯდომარე  2003 წელი             

 „მსგავსი ბიზნეს-რეიტინგი აუცილებელია. ის მუდამ უნდა არსებობდეს. ბიზნესის დღესასწაულისთვის კარგი ფორმაა მოძებნილი, თუმცა რაღაც კორექტივებსი შეტანა ალბათ შეიძლება“.- პანტიკო თორდია    ს/ს „თბილავიამშენის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე .2003 წელი.

 „ჩვენი კომპანია ბოლო 9 წლის განმავლობაში „ჯორჯიან-თაიმსის“ ბიზნეს-რეიტინგის მუდმივი მონაწილეა. რადგან მოვდივართ და ვესწრებით, ამით ჩვენს დამოკიდებულებას გამოვხატავთ ღონისძიების მიმართ. ვფიქრობ, ეს ღონისძიება იმ ბიზნესმენებისთვისაა უფრო მნიშვნელოვანი, რომლებიც დღეს იწყებენ ბიზნესს და ახლა ადგებიან ამ რთულ გზას. რეიტინგში მოხვედრა მათთვის დიდი სტიმული იქნება, როგორც ეს თავის დროზე ჩვენთვის იყო სტიმული“. -  მამუკა ხაზარაძე   კომპანია GG&MW-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.2003 წელი.

 „ამგვარი ღონისძიება რა თქმა უნ და საჭიროა. რაცვ შეეხება ჩვენს კომპანიას, დიდი პატივია ვიყოთ რჩეულ ქართევლ ბიზნესმენთა შორის. ღონისძიება იმდენად მომწონს, რომ სურვილი მაქვს მასში კვლავ მონაწილეობის, თუმცა ამისთვის მხოლოდ სურვილი არ ლამარა“. - ვასილ სუხიაშვილი      კომპანია „ნიკორას“ დამფუძნებელი.2003 წელი

„მიმაჩნია, რომ ბიზნეს-რეიტინგი საუკეთესო გამოგონებაა, რომელიც სავსეა დადებითი ემოციებით, ანალიზით და ოპტიმიზმით. „ჯორჯიან თაიმსი“ პროფესიონალია როგორც მედია-ბიზნესში, ისე გრანდიოზული სანახაობების მოწყობაში. კარგი ინიციატივაა მოაწყო ეროვნული ბიზნესის დღესასწაული. ქართველი ბიზნესმენები მგონი ამას ვიმსახურებთ.  -  ავთანდილ წერეთელი „სამგორი ჯგუფი 94“-ის თავმჯდომარე. 2003 წელი.                         

  „ბიზნეს-რეიტინგი“ საჭიროა როგორც ყველა სფეროს ბიზნესისთვის, ასევე მწარმოებლებისთვისაც, რეალიზატორებისთვის, იმპორტიორებისთვის. ბიზნესი საქართევლოში ხელისუფლებსი მხრიდან უყურადღებოდ იყო და ახლა მგონი ჩვენსკენ შემობრუნდნენ.

ამგავრი წამახალისებელი ღონისძიება ყოველთვის კარგია. დღევანდელი საღამო განსაკუთრებულად კარგი გამოვიდა. ვისურვებდი, რომ ბიზნესმენების ცხოვრებაში უფრო ხშირად იყოს მსგავსი საღამოები“. - ზურაბ კოსტავა  კომპანია  „ყაზბეგის“ გენერალური დირექტორი.2003 წელი

   „რეიტინგი აუცილებელია, რადგან ეს ძალიან დიდ სტიმულს აძლევს ბიზნესმენს, საშუალო მეწარმეს, რათა მაქსიმალური გააკეთოს. ამ ღონისძიებაში მონაწილეობა დიდ პრესტიჟია. ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით“. -  თემურ ჭიჭინაძე  კომპანია „ჟინერის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2003 წელი

   „ბიზნეს-რეიტინგები მთელს მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია ბიზნესის სტიმულირებისთვის. ეს დადებითი პრაქტიკა „ჯორჯიან თაიმსის“ მეშვეობით ფეხს იკიდებს საქართველში.

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ის მომავალში ბიზნესში ჩართვის ხალისს მისცემს უფრო მეტ ადამიანს. მაღალი ტექნოლოგიები მომავლის ბიზნესია. იმედს ვიქონიებ, რომ მოვა დრო და საქართველოში ბიზნესის ეს სფერო ყველაზე წარმატებული იქნება“. -   თამაზ აბზიანიძე    მაღალი ტექნოლოგიების ცენტრ „იზოტოპის“ დირექტორი. 2003 წელი        

       

 ვაკეთოთ ის, რაც ვიცით და ვიცხოვროთ მდიდრულ სახელმწიფოში!                  

 

ეს „ბიზნეს-რეიტინგის“ ისტორიაა...

                                               

  
 
 
                                  

                                                                                                 
                                 
 
 
geotimes.ge
<< უკან ინფორმაცია წაკითხულია: 308544 გავუგზავოთ მეგობარს  გავუგზავოთ მეგობარს საბეჭდი ვერსია  

დატოვეთ კომენატრი
Geotimes TV
XV საიუბილეო ბიზნეს რეიტინგი (პრესკონფერენცია)
30 გამარჯვებული კომპანია
XV საიუბილეო ბიზნეს რეიტინგი
"ჯორჯიან თაიმსი"-ბოლო წვეთამდე საინტერესო
თბილისობა 2014
პროკურატურა ევროსაბჭოს რეზოლუციის შესახებ
პატრიარქის ძმის დაკრძალვის ცერემონიალი
პროკურატურის პასუხი კიწმარიშვილის ოჯახს
აქცია თავისუფალი ზონის ოფისთან
ზურაბ კიწმარიშვილის პოზიცია
წულუკიანის შეხვედრები ვაშინგტონში
ერისთავის დაკავების განსხვავებული ვერსია
              
ყველაზე რეიტინგული
ეკონომიკა |
2014.10.14 15:35
ეკონომიკური განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელის განცხადებით, თუ 2015 წლის და მიმდინარე წლის ბიუჯეტს შევადარებთ, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ზომიერად, ფრთხილად და ოპტიმალურად არის დაგეგმილი.
საზოგადოება |
2014.10.13 12:49
სწავლების პროცესში ყურადღება გამახვილებულია ოჯახური კონფლიქტის დროს სიტუაციის უკეთ განმუხტვის მექანიზმებსა და კონფლიქტში მონაწილე პირებთან სწორი კუთხით კომუნიკაციის უნარ-ჩვევების ამაღლებაზე.
პოლიტიკა |
2014.10.10 14:20
ალექსანდრე ჭიკაიძე რიჩარდ ნორლანდს შეხვდა.
პოლიტიკა |
2014.10.10 14:19
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ქაწაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში, ქალაქ ბუდაპეშტში იმყოფება.
საზოგადოება |
2014.10.10 12:35
ის ქართველი სპორტსმენი, რომელიც ფილიპ პოლკს დაეწევა ან მასზე უკეთეს შედეგს აჩვენებს, LOCAL HERO გახდება.
პოლიტიკა |
2014.10.04 14:27
„ადამიანი კანონი თავისუფლებას“ იურისტი, ბექა გამდლიშვილი ბოლო პერიოდში სხვადასხვა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და პოლიტიკურ კრიზისის საფრთხეს მოახლოებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს.
სამართალი |
2014.10.04 14:17
პოლიციელებმა საცხოვრებელი ბინის კარი შეამტვრიეს, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი თოკზე ჩამოკიდებული ნახეს.
ძიება საიტზე
Geotimes TV
XV საიუბილეო ბიზნეს რეიტინგი (პრესკონფერენცია)
30 გამარჯვებული კომპანია
XV საიუბილეო ბიზნეს რეიტინგი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1 2345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

მარტი 2017
დღის ქრონიკა
13:25
რა მეთოდებით იბრძვის "ნაციონალური მოძრაობა" მმართველი გუნდის წინააღმდეგ
15:09
"ჯორჯიან თაიმსის" XV ბიზნეს რეიტინგის პრესკონფერენცია
17:47
საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობა, კვლავ მოუგვარებელ პრობლემად რჩება
14:00
"ნინო ბურჯანაძე ქვეყნისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს"-გიორგი ვაშაძე
13:52
მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" XV ტრადიციული ბიზნეს-რეიტინგის დაჯილდოება
მთავარი დღეს
ავარო-კახეთის მაგისტრალის მშენებლობით კახეთს საფრთხე ემუქრება?
ეკონომიკა
სოფელ რუისში 42 კილომეტრის სიგრძის გაზსადენს გაიხსნა
საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმის ფარგლებში დღეს ხუთ პროექტს მოეწერა ხელი
ვითიბი ბანკმა და EBRD -მა იურიდიულ პირებს ახალი პროდუქტი - ენერგოკრედიტი შესთავაზეს
საზოგადოება
თბილისის სინაგოგასთან საპროტესტო აქცია გაიმართა
წინამძღვრიანთკარის პროფესიული სასწავლებლის რეაბილიტაცია იწყება
ვითიბი ბანკმა და EBRD -მა იურიდიულ პირებს ახალი პროდუქტი - ენერგოკრედიტი შესთავაზეს
კომენტარი
,,უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ნატო-ს მოკავშირეები გაწევრიანების გარეშეც შეიძლება გახდნენ"- პაველ კლიმკინი
მსოფლიოში
თავდამსხმელებმა მაკარევიჩი ნაგვის კონტეინერში ჩატენეს
პეტრე პოროშენკომ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც დონბასის ზოგიერთ რაიონში დროებით წესრიგს განსაზღვრავს
მერკელისა და პუტინის შეხვედრა გადაიდო, რადგან რუსეთის პრეზიდენტს მილანში ჩასვლა დააგვიანდა
ტაბლოიდი
"ცეკვავენ ვარსკვლავების" პირველ საკონკურსო დღეს ინციდენტი მოხდა
რატომ ეშინოდათ მსახიობებს "შუა ქალაქში" დაბრუნება?
ლევან ჯავახიშვილი "იმედიდან" პროტესტის ნიშნად წამოვიდა?
The first georgian newspaper in english,
founded in 1993.
2002-2017 Georgian Times Media Holding
All Rights Reserved.
Created By Pro-Service
12 Kikodze St. Tbilisi. Georgia
Georgian Times
Phone: +995 32 93 44 05
Fax: +995 32 93 49 63
editor@geotimes.ge