Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:01 16.11.2019
„მინდა, იმ ოპოზიციონერებს ვკითხო, რომელთან ერთად ვიბრძოდით, ეშმაკს მიეცით სული და დამნაშავეებს, ბიუჯეტის ქურდებს, ყაჩაღებს და ნაძირლებს დაუდექით გვერდში?“

ფეისბუკმომხმარებელი ეკა ჭიჭინაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციას და წერს:

 

„არ ვაპირებდი სერიოზულ სტატუსს ამ ჯღანების კლოუნადაზე, მაგრამ ძალიან დაიღალა ხალხი! რას ელოლიავებით, ხელისუფლებავ! მოშალეს ქვეყანა ეგზალტირებულმა, დაბოლილმა ჯოჯოებმა! ჩვენც გადაგვაგდო ხელისუფლებამ, როდესაც მაგათ დასჯას ვითხოვდით და სამართლიანობის აღდგენას შეგვპირდნენ, მაგრამ სახელმწიფოებრივად ვიაზროვნეთ, ქვეყანას გავუფრთხილდით და აი რა მივიღეთ. მინდა იმ ოპოზიციონერებს ვკითხო, რომელთან ერთად ვიბრძოდით , ეშმაკს მიეცით სული?!!!! და დამნაშავეებს, ბიუჯეტის ქურდებს, ყაჩაღებს და ნაძირლებს დაუდექით გვერდში? რა სირცხვილია! ვერასოდეს ვერ წამოვიდგენდი! მესმის, რომ მოხდა ის, რაც მოხდა და არავის არ უხარია, მაგრამ ნაძირლები ხომ შარზე არიან და ფეხებზე კიდიათ ყველა და ყველაფერი! უზრდელები და კრიმინალები. შეიძლება ყველაფერი კარგისკენ მიდის და დარწმუნებული ვარ, რომ ესეც იქნება. გამოჩნდება ჯანმრთელი ოპოზიცია და ბანძების ადგილი აღარ იქნება ქარულ პოლიტიკაში! ოთხი კაცი ისე ხმაურობს, ასი გეგონება. ფსკერზე ხომ ხოხავდნენ ნაცები. ეხლა ფსკერს თხრიან, რომ შლამი გადაეფაროთ. ხელისუფლებავ მე მაქვს უფლება მოგთხოვოთ, (ნაცებს არ აქვთ) რომ თავდაცვიდან გადადით თავდასხმაზე. (ვგულისხმობ მკაცრ ხელს) მოსახლეობის უმეტესი ნაწილი აზრზე არ არის რა არის პროპორციული და შერეული საარჩევნო სისტემა და არც აინტერესებს, ეს არ არის ის იდეა, რომლის გამოც ესეთი ამბავი და გადატრიალება მოხდეს. ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ რამდენიმე ნაძირალა პარლამენტში მოხვდეს. ნაცებო, დაცინეთ თქვენს თავს! რას გევხართ. პოზიტივით დავამთავრებ - ამასაც გადავიტანთ,“ წერს ეკა ჭიჭინაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge