Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

21:29 12.11.2019
"დაკრძალეს ის ბიჭი წესის აგების გარეშე - რომელი ჯოჯოხეთის გეშინიათ? ჯოჯოხეთში ხართ და ცხოვრობთ უკვე დიდი ხანია"

„ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, სოციალურ ქსელში ეხმაურება იმ ფაქტს, რომ „გირჩის“ რელიგიური ორგანიზაციის წევრს, რომელიც გარდაიცვალა, მართლმადიდებელმა ეკლესიამ წესი არ აუგო: 

 

"დაკრძალეს ის ბიჭი წესის აგების გარეშე. მიმიფურთხებია იმ სასულიერო პირისთვის, რომელსაც არ ჰყოფნის გამბედაობა ზემდგომი ინკვიზიტორის წინააღმდეგ წავიდეს ქრისტეს სახელით. მიმიფურთხებია იმ რწმენისთვის, რომელიც გირჩის ოფისში ხელმოწერილი ფურცლით იკარგება. მიმიფურთხებია იმ ღმერთისთვის, რომელიც შვილმკვდარ მშობლებს ბოლო იმედის გარეშე ტოვებს ამ ქვეყნად. რომელი ჯოჯოხეთის გეშინიათ? ჯოჯოხეთში ხართ და ცხოვრობთ უკვე დიდი ხანია", წერს ზურაბ ჯაფარიძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge