Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

20:24 12.10.2019
„მადლობა აფხაზ ბიჭს, რომელმაც გზად სოხუმიდან ენგურამდე, სრულიად მოულოდნელად, მანქანაში ქართული სიმღერები ჩამირთო“

რეპროდუქციული მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი მანანა მგალობლიშვილი, რომელიც სოხუმელია, რამდენიმე დღის წინ აფხაზეთში იმყოფებოდა. ოთხი დღის განმავლობაში იგი სოციალურ ქსელში ათავსებდა ფოტოებს და ვიდეოჩანაწერებს სოხუმიდან, ოჩამჩირიდან, კომანის ტაძრიდან... მისი ბოლო ვიდეო განსაკუთრებულად ემოციურია. რატომ? ამას ავტორი თავად პასუხობს: „მადლობა აფხაზ ბიჭს, რომელმაც გზად სოხუმიდან ენგურამდე, სრულიად მოულოდნელად, მანქანაში ქართული სიმღერები ჩამირთო... სწორედ მაშინ ისევ ჩავრთე ლაივი, მინდოდა ჩემთან ერთად თქვენც მოგესმინათ აფხაზეთში აჟღერებული სევდანარევი ქართული სიმღერები

 

 

იხილეთ ვიდეო:

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge