Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

10:08 16.08.2019
"ეგ ბაჩუკი ქარდავა არ იყო, ლენინგრადში სწავლისას რომ მსაყვედურობდა, - რას ერჩით რუსეთის იმპერიას, რა ეროვნული მოძრაობა აგივარდათ თავშიო?!" - ზაზა გაბედავა

რუსეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ეროვნული მოძრაობის მონაწილე ზაზა გაბედავა სოციალურ ქსელში, ბაჩუკი ქარდავას კომენტარს ეხმაურება:

 

“ეგ ბაჩუკი ქარდავა მახსოვს, ლენინგრადში სწავლობდა იურიდიულზე, მეც მაგ დროს ვსწავლობდი ლენინგრადში და ბაჩუკი ქარდავა მსაყვედურობდა – რას ერჩით რუსეთის იმპერიას, რა ეროვნული მოძრაობა აგივარდათ თავშიო! რუსეთის უმისოდ ვერ ვიარსებებთო! დღეს სულ სხვანაირად აჭიკჭიკდა. ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს, ბაჩუკი…” - წერს ზაზა გაბედავა. 

 

ცნობისათვის,  ბაჩუკი ქარდავამ განაცხადა, რომ „იმედმა“ რუსული ინტერესების გამტარებელი ფილმი საქარათველოს ხელისუფლების დაკვეთით მოამზადა:


„ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ქართულ სახელმწიფოს რუსულ ორბიტაზე მიაქანებს, ის რისთვისაც 2012 წელს პუტინმა ბიძინა ივანიშვილი მოიყვანა ხელისუფლების სათავეში, ეს რუსული სპეცოპერაცია იყო, ამ ბოლო ეტაპზე მისი აქტიური პროცესი დაიწყო, რომ კრემლის გავლენის სფეროდ იქცეს კავკასია და საქართველო. ეს ახალი არაა, ალბათ არავის მივაყენებ შეურაცხყოფას ამით, რომ იმედი თავიდან ბოლომდე 100% ხელისუფლებისგან მართული ტელეკომპანიაა და ივანიშვილის გავლენა არის დიდი, თუ არა 100%-იანი. მის გარეშე, შემთხვევით ეს ფილმი იქ არ მოხვდებოდა.” - განაცხადა ქარდავამ. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge