Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

20:27 22.07.2019
ვინ არის სააკაშვილი და მისი გუნდი? - მხოლოდ ფაქტები

აკადემიკოსი ბიძინა სავანელი სვამს კითხვას  - ვინ არის სააკაშვილი და მისი გუნდი? და რიტორიკული კითხვებითვე ცდილობს უპასუხოს:

აბა სულითა და ხორცით ქართველმა თითეულ შეკითხვას პასუხი გასცეს:

_ ვინ გადასცა რუსეთს ერის კუთვნილი ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკული ობიექტების უმეტესობა?
_ ვინ შეიტანა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები, რის შედეგად საქართველოში ტირანული, ნეკროფილიის ელემენტებით გაჯერებული სადისტური და მჩაგვრელი რეჟიმი ჩამოყალიბდა?
_ ვინ აღადგინა ეროვნული ხელისუფლების მიერ გაუქმებული სამხრეთ ოსეთი, და მას ახალგორი, ხოლო აფხაზეთს კოდორის ხეობა ვინ მიუერთა?
_ ვინ მოაწყო კოდორის ხეობაზე შეიარაღებული თავდასხმა და ხეობის დამცველი სვანები ვინ განაიარაღა?
_ ვისი ბრძანებით დაიბომბა ცხინვალი, ანუ ვინ შეუწყო ხელი რუსეთს რათა მას აფხაზეთისა და ჩრდილო ქართლის ოკუპაცია მოეხდინა?
_ ვინ აღადგინა და დაამკვიდრა პირველყოფილი ადამიანის ველური პრინციპი “ნულოვანი ტოლერანტობა” და “ყველანი ციხეში”?
_ ვინ შემოიღო და დაამკვიდრა ციხეებში პატიმართა სისტემატური წამება, მკვლელობა და გაუპატიურება, ხოლო ქუჩებში მომიტინგეთა ცემა და ახალგაზრდების მკვლელობა? (მე ვეკითხები დასავლელ პარტნიორებს: დამნაშავეების დაუსჯელობას ანუ მათ თავისუფალ ბოგინს თქვენს ქვეყნებში დაუშვებთ?)
_ ვინ გადაიტანა ქუთაისში პარლამენტი, დედაქალაქის იქ გადატანის პერსპექტივით, და რომელი მეზობლის ინტერესში შედიოდა ასეთი? და რატომ შეიყვანა მოსკოვის სომხურმა ვებ-გვერდმა სააკაშვილი გამოჩენილ სომეხთა ოცეულში?
_ ვინ აღვივებდა და აღვივებს ფარულად რუსეთზე ორიენტირებულ კუთხურ სეპარატიზმს სამეგრელოში?
_ ვინ მიაჩუმათა თვითაღიარებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის დღევანდელ „ხელშეკრულებასთან“ შედარებით 2012 წლამდე საქართველოსათვის გაცილებით საშიში ათეულობით უარესი „ხელშეკრულება“?
_ ვინ მიანიჭა არამართლმადიდებელ რელიგიურ ორგანიზაციებს უფლება გახდნენ საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის თანაბარი საჯარო სამართლის იურიდიული პირი?
_ ვინ ჩამოართვა სახელმწიფო უნივერსიტეტებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი და სხვა კერძო უნივერსიტეტების სტატუსს ვინ გაუთანაბრა?
_ ვინ გააუქმა ან სამართლებრივი სტატუსის გარეშე დატოვა მსოფლიოში ცნობილი სამეცნიერო სკოლები და ინსტიტუტები?
_ ვინ დაარბია და გაყარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლებისა და მეცნიერების 500-ზე მეტი ცნობილი მოღვაწე, და მათგან 70-ს სიცოცხლე ვინ მოუსწრაფა?
_ ვინ შეუწყო ხელი ჭარბმოსახლეობიანი ქვეყნებიდან ხალხის შემოსახლება-დასახლებას მათთვის მოქალაქეობის მინიჭებას და დემოგრაფიული სიტუაციის მკვეთრ გაუარესებას?
_ ვინ შემოასახლა აჭარაში 47 ათასი თურქი, რომელთაგან 38 ათასს საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა ვინ მიანიჭა? (მაშინ როდესაც საქართველოს კონსტიტუციის ძალით: ორმაგი მოქალაქეობა ენიჭება მხოლო იმ პირს, რომელსაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის საქართველოს წინაშე).

 

მსოფლიოს ისტორიაში უპრეცედენტო თავისი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ყველა ზემოაღნიშნული დანაშაული ჩაიდინა სამი ბატონის მსახურმა სააკაშვილმა და მის მიერ ორგანიზებულმა ბანდამ.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge