Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

00:50 20.07.2019
„თქვენ მართლა ხომ არ გგონიათ თქვენით იწყება და მთავრდება საქართველო და საქართველოსთვის ბრძოლა?“

თადარიგის პოლკოვნიკი, სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება რუსთავი-2-ის თანამშრომლების გუშინდელ განცხადებებს და წერს:

 

„რუსთავი-2-ის თანამშრომლების გაღიზიანება და გაბრაზება გასაგებია, ეს მათი პირადი საქმეა ჯავრს ვიზე იყრიან, მაგრამ ყველას შეურაცხყოფას რომ გვაყენებთ ვერ ხვდებით, რას ნიშნავს, რომ რუსეთის გუბერნიად ვიქცევით? თქვენ მართლა ხომ არ გგონიათ თქვენით იწყება და მთავრდება საქართველო და საქართველოსთვის ბრძოლა? ბევრ სისულელეს ლაპარაკობთ, არც ევროპული ფასეულობის ფორპოსტი ხართ და არც ამ ღირებულების მატარებლები, რაც დასთესეთ ის მოიმკეთ და გეყოთ ახლა“, წერს თავდგირიძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge