Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

21:46 23.06.2019
„მოითხოვეს ნაცებმა კობახიძის გადაყენება და კობახიძე ფაფუ - ალბათ, ჩვენ ვერ მოვითხოვეთ, როგორც საჭირო იყო, ნაცების დასჯა“

ჟურნალისტი გიორგი იაკობაშვილი სოციალურ ქსელში თანამოაზრეებს მიმართავს და შეკრებისკენ მოუწოდებს:

 

„მოითხოვეს ნაცებმა კობახიძის გადაყენება და კობახიძე ფაფუ. ჰოდა, ალბათ, ჩვენ ვერ მოვითხოვეთ, როგორც საჭირო იყო, ნაცების დასჯა. ჩავთვალეთ, რომ ხელისუფლების ცვლილება საკმარისი იყო, ფეხი ფეხზე გადავიდეთ, სიგარეტს მოვუკიდეთ და წავედით ოცნებებში, მაგრამ, თურმე ოცნებები ნაცებით იყო გადავსებული და სამართლიანობის აღდგენისთვის ადგილი აღარ დარჩა. არც ახლაა გვიან. "ვეთანხმები ამხანაგების გამოსვლას" - შევიკრიბოთ, მოვაწყოთ აქცია ერთადერთი მოთხოვნით - დაისაჯოს ყველა (ყველა!!!) დამნაშავე. დაინახონ ნაცებმა, ენჯეოებმა, დიპლომატებმა და მათმა "აპოლიტიკურებმა" რამდენი ვართ და ბოლობოლო გაიგოს ხელისუფლებამ, რისთვის ავირჩიეთ ის 2012 წლის 1 ოქტომბერს“, წერს გიორგი იაკობაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge