Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

22:09 17.06.2019
„რისი დამხარჯავი ხარ, არ ვიცოდე მაინც, რომ ვალები გაქვსო“ - ივანიშვილი ლევან ვასაძეს დაპირდა, რომ ახალი პოლიტიკური გაერთიანებისთვის 15 მილიონ დოლარს მისცემს

უახლოეს მომავალში, ბიზნესმენი ლევან ვასაძე ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას დაანონსებს. როგორც "2020NEWS"-ის თვის ცნობილი გახდა , ახალი პარტიის დაფუძნებაში მას ბიძინა ივანიშვილი დაეხმარება. როგორც "2020NEWS"-ს ინფორმირებული წყარო უყვება, ბიძინა ივანიშვილსა და ლევან ვასაძეს შორის შეხვედრა უკვე შედგა და სამომავლო თანამშრომლობისა და პარტიის შექმნის კონტურები მოიხაზა.მ"ბიძინა ივანიშვილი და ლევან ვასაძე, ცოტახნისწინ შეხვდნენ ერთმანეთს და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ლევან ვასაძემ ივანიშვილს უთხრა, რომ ახალი პოლიტიკური ძალის შექმნისთვის, ფულსაც დავხარჯავო. ივანიშვილს გაეღიმა და უპასუხა: რისი დამხარჯავი ხარ, არ ვიცოდე მაინც, რომ ვალები გაქვსო. ივანიშვილი ვასაძეს დაპირდა, რომ ახალი პოლიტიკური გაერთიანებისთვის 15 მილიონ დოლარს მისცემდა. საგულისხმოა, რომ ვასაძეს სამღვდელოების იმედიც აქვს, რადგან ფიქრობს , რომ სამღვდელოების გავლენიანი მღვდელმთავრების უმეტესობის მხარდაჭერას მოიპოვებს."- უყვება "2020NEWS-ს" ინფორმირებული წყარო. 

 

"თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო კანცელარიის წინ გამართულ აქციაზე ლევან ვასაძის გამოჩენამ დაადასტურა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ იგი პოლიტიკურად გააქტირებას აპირებს. "2020NEWS"ჯერ კიდევ 2 თვის წინ წერდა, რომ ვასაძე პოლიტიკაში შემოსვლას გეგმავდა.  

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge