Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

02:14 17.06.2019
„არ მაინტერესებს ვასაძეს პრორუსულობა, თავიდანვე იყო ცნობილი მისი საგარეოპოლიტიკური სიმპატიები... მე მაინტერესებს - ვინ დგას ამ ლგბტ თემის აგორების უკან? ვინ ამწვავებს ამ საკითხს?“

ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, ირანისტი ვასილ პაპავა: 

 

არცერთ სახელმწიფოს არ გააჩნია იმის რესურსი, რომ ათობით ათასი ადამიანი "ააჯანყოს" ხელისუფლების წინააღმდეგ ან გამოიყვანოს საპროტესტო აქციაზე, თუ ეს განპირობებული არაა თვით ხელისუფლების შეცდომებით - ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, რელიგიური თუ სხვა დარგში გატარებული მცდარი პოლიტიკით. ჩვენთან კი წლების მანძილზე ხდება მოსახლეობის ტვინის ბომბარდირება იმ "ფასეულობების" დამკვიდრებაზე, რაც ძირითადი მასისთვის კატეგორიულად მიუღებელია. საბოლოდ ეს ყოველთვის იწვევს მასების რადიკალიზაციას, ამ სიტუაციით აუცილებლად ისარგებლებენ გარე ძალები, რომლების რესურსული შესაძლებლობები საკმარისია იმისათვის, რომ ქვეყანაში არეულობა შექმნან. 



ირანის მაგალითი ავიღოთ: პროდასავლური შაჰის პროპაგანდა ასობით ათას დემონსტრანტს "შავრაზმელებს", "წითელ აგენტურას", "კრემლის მარიონეტებს" უწოდებდა... საბოლოოდ თვით შაჰიც დარწმუნდა, რომ მილიონობით ადამიანის უკმაყოფილება გამოწვეული იყო მისი რეჟიმის - რეპრესიულობით სასულიერო პირებისა და ოპოზიციონერების მიმართ, გალეშილი ვესტერნიზაციით (კულტურული და ეკონომიკური), კორუფციით, ბიუროკრატიული განუკითხაობით, ანტი-ისლამური ქმედებებით. თვით აიათოლა ხომეინი "თანამშრომლობდა' მსოფლიოს წამყვან სპეცსამსახურებთან და მათი რესურსული შესაძლებლობები სათავისოდ გამოიყენა - დაამხო შაჰის რეჟიმი და შემდეგ ძირფესვიანად ამოძირკვა პროდასავლური და პრო-რუსული აგენტურა (ელიტა) - ფიზიკურად მოსპო... - კარგია თუ ცუდი, ეს სხვა თემაა... - ვიძახი იმას რაც მოხდა...



არ მაინტერესებს ვასაძეს პრორუსულობა, რადგან თავიდანვე იყო ცნობილი საითკენ იხრებოდა მისი საგარეოპოლიტიკური სიმპატიები... მე მაინტერესებს სხვა რამ - ვინ დგას ამ ლგბტ თემის აგორების უკან? ვინ უწევს ამ საკითხის გამწვავებას? რატომ ცდილობენ ისედაც გამწარებული მოსახლეობის ფსიქიკის აფეთქებას? საქმეს იქამდე მიიყვანენ, რომ ვერცერთი ძალა ვერ შეძლებს პროცესების გაკონტროლებას და ეს პირველ რიგში იმ ძალების პასუხისმგებლობაზე იქნება, რომლებმაც მოსახლეობა საპროტესტო აქციამდე მიიყვანა. ვასაძე აგვირგვინებს ამ მოვლენებს, მაგრამ მაპროვოცირებელი ვინაა? დასავლეთი? რუსეთი? - ანუ, ლგბტ თემის უკან რუსეთი დგას? თუ როგორ? პასუხები თავად მოიძიეთ“, წერს ვასილ პაპავა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge