Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

00:10 20.05.2019
ნიკა მელია ნაციონალურ მოძრაობას ტოვებს

ნიკა მელია ნაციონალური მოძრაობის დატოვებას აპირებს, - ასეთი დასკვნა გააკეთეს ჟურნალისტებმა დღევანდელი „განსხვავებული აქცენტების“ დასრულების შემდეგ, სადაც სტუმრად ჰყავდათ მიწვეული ნიკა მელია. რუსთავი-2-ის პირდაპირ ეთერში მელია ღიად გაემიჯნა სანდრა რულოვსის პოზიციას და უარი თქვა ნებისმიერი რევოლუციური სცენარის მხარდაჭერაზე.  

 

„ნიკა მელია გაემიჯნა სანდრას, რაის საქართველოს შემოვლაოო, რაის რევოლუციაოო, თუ გაყალბდა რამე, მაიტა მტკიცებულეებაოო". მე მითქვამს, მელიამ დატოვა ნაცხების პარტია", წერს ნინო ჯღარკავა. ამ ვარაუდს ეთანხმება ბონდო მძინარაშვილიც: „ნაცსექტა "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ იშლება! ნიკა მელია რულამს!“, წერს ჟურნალისტი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge