Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:19 21.04.2019
„დღეს მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო - ჩვენ მივაღწიეთ ისეთ შეთანხმებას, რაც სარგებელს მოუტანს ამ ხეობას და საქართველოს“

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ დაასრულა შეხვედრა პანკისის ხეობის უხუცესებთან. გახარიამ გააკეთა კომენტარი: „რაც დღეს მოხდა, ჩვენს ძმობას არ შეეფერება. დღეს ყველა უნდა დავწყნარდეთ და მერე გავარკვიოთ, ვის შეეშალა და რა შეეშალა. დღეს ვჩერდებით და ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს. რაზეც შეთანხმდება მოსახლეობის 90%, ისე იქნება ჰესის მშენებლობის საკითხცი. მე მადლობას ვუხდი უხუცესებს და ისინიც გააკეთებენ განცხადებას. დღეს მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო. ჩვენ მივაღწიეთ ისეთ შეთანხმებას, რაც სარგებელს მოუტანს ამ ხეობას და საქართველოს. ყველა, ვინც ფიზიკურად იძალადა პოლიციაზე, პასუხს აგებს კანონის წინაშე. სპეცდანიშნულების რაზმები დატოვებენ ხეობას და დარჩება პოლიცია, რომელიც დაიცავს წესრიგს“.  

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge