Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

19:03 09.02.2019
„დღეს გუდაურში ოსები სრიალებდნენ რუსული დროშებით და ამბობდნენ, ეს ჩვენი ტერიტორიააო“

ფეისბუკმომხმარებელი ნინო დემეტრაშვილი სოციალურ ქსელში შემაშფოთებელ ინფორმაციას ავრცელებს: 

 

„დღეს გუდაურში ოსები სრიალებდნენ რუსული დროშებით და ამბობდნენ, ეს ჩვენი ტერიტორიააო. ამას მშვიდად უყურებდა ჩვენი პატრული. მხოლოდ ორმა ქართველმა გააპროტესტა ეს ამბავი, რასაც მოჰყვა ფიზიკური შეხლა-შემოხლა და პატრული ჩვენებს მოუწოდებდა წესრიგისკენ. ოკუპანტებმა ჩვენებს მიაძახეს, ჩვენ კიდევ შევხვდებით ოსეთშიო (იგულისხმებოდა გუდაური),” წერს ნინო დემეტრაშვილი. მოგვიანებით კომენტარში იგი აცხადებს: „გაირკვა, რომ პატრულის თანამშრომლებს ჰქონიათ შესაბამისი რეაქცია, სათანადოდ ჩარეულან. ჩამოურთმევიათ სიმბოლიკები“. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge