Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

01:40 10.01.2019
„აიღე შენ თავზე, არ არიან ბევრი, 28 ათასი ოჯახია უბინაოდ - დაარქვი ამ პროექტს ბერა ივანიშვილის სახელი და ისტორიაში შენ მაინც შეხვალ”

ტელეკომპანია “კავკასიის” დამფუძნებელმა დავით აქუბარდიამ, ბიძინა ივანიშვილის ვაჟს მისი გადაცემის ეთერით მიმართა და მოუწოდა დევნილებს დაეხმაროს.

 

“მე ვიცნობ ბერას, სხვათაშორის მისი სურვილი იყო, რომ შევხვედროდი, ვისაუბრეთ და რაღაც-რაცაღები მთხოვა. ბერას მივმართავ, მამაშენი თავს არ იკლავს ლტოლვილებზე ფიქრით. ჟურნალ “ფორბსში” წავიკითხე, რომ მილიარდ 600 მლიონი შენზე ჩაურიცხავს შენთვის. აიღე, შეადგინე პროექტი ლტოლვილებზე, ცოდოები არიან. ეს დღეები დავდივარ, ხან რომელ ბაზრობაზე, ხან რომელზე, ლტოლვილების რიგებია, სიცივეში იყინებიან, სულ ყველას დაავადება აქვს. შეგეცოდოს, დაოჯახდი უკვე, დღეს-ხვალ მამა იქნები, აიღე შენ თავზე, არ არიან ბევრი, 28 ათასი ოჯახია უბინაოდ. დაარქვი ამ პროექტს ბერა ივანიშვილის სახელი და ისტორიაში შენ მაინც შეხვალ”– მიმართა დავით აქუბარდიამ.

 

 

 

 


multimedia.ge

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge