Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

23:04 09.01.2019
„მალე გავხდებით მოწმენი კიდევ ერთი მასობრივი საბანკო ამნისტიისა, ამჯერად, 2008 წლის ომამდე აღებული სამომხმარებლო და ბიზნესსესხების განულების სახით“

„ობიექტივის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მირიან ყარაულაშვილი ეხმაურება თიბისი-ში პროკურატურის შესვლის ფაქტს და საკუთარ ვარაუდს გამოთქვამს:

 

„დღეს ერთ-ერთი ბანკისგან გაჟღერდა - 2008 წლის ომის შემდეგ არაერთი კრედიტის ჩამოწერა მოხდა და რა ნახეთ ამ 16 მილიონიან კრედიტის ჩამოწერაში საგანგაშოო?! სავარაუდოდ, საქმე ეხება საქართველოს მეგობარი ქვეყნების მიერ 2008 წლის ომის შემდგომ ორგანიზებულ დონორთა კონფერენციის მიერ საქართველოსთვის შეგროვებულ და გადმოცემულ 4 მილიარდი (ზოგიერთი წყაროს მიხედვით 5 მილიარდი) დოლარის ათვისებას; რამდენიმე წყაროს მიერ მაშინვე გაჟღერდა, რომ ამ თანხის დიდი ნაწილი დონორებმა გამოყვეს მოსახლეობის მიერ სამომხმარებლო და სხვა , ბიზნეს-კრედიტების ჩათვლით - აღებული საბანკო ვალდებულებების გასასტუმრებლად, რომელიც ომისგან ტოტალურად დაზარალებული ქვეყნის მოსახლეობის გადახდისუუნარობის დადასტურება იყო.


ანუ, ბანკებმა მიიღეს ომამდე გაცემული სამომხმარებლო და ბიზნეს=კრედიტების კომპენსაცია და სამაგიეროდ, მათ მოსახლეობა (კრედიტორები) უნდა გაეთავისუფლებინათ ამ ტვირთისგან საბანკო ბალანსებიდან ამ თანხების ჩამოწერის გზით! თუმცა, ეს "გამოჟონილი ინფორმაცია" მაშინ სწარაფადვე "გაიწმინდა" მასმედიადან და ბანკებმა ჩვეულებრივ გააგრძელეს საბანკო დავალიანებების მოთხოვნა მოსახლეობიდან!!! მეტს აღარ გავაგრძელებ თქვენი ტვინის ხვეულების შეწუხებას: - თუ სწორად მივაგენი "ამოსახვევი ძაფის გორგალს" და მის საწყის წვერს - მალე გავხდებით მოწმენი კიდევ ერთი მასიური საბანკო ამნისტიისა, ამჯერად 2008 წლის ომამდე აღებული სამომხმარებლო და ბიზნეს-სესხების განულების სახით, რომელშიც ამჯერად უკვე მეც მოვყვები-დიდი ალბათობით!“, წერს მირიან ყარაულაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge