Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

00:14 15.05.2018
„ჰოლანდიაში: მიშიკო და ბექიკო - ,,მისია შესრულებულია“ - აიტ, სად გამოგიჭირეთ“

დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მცხოვრები ლელა მიქელაძე-ბერიაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს, სადაც ჩანს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ,,თეთრი ხმაურის მოძრაობის” ლიდერი ბექა წიქარიშვილი ერთმანეთს ხვდებიან. ლელა წერს, რომ ფოტო ჰოლანდიაშია გადაღებული:

 

„ეხლა ნახეთ ჩემი ლანძღვა აჰაჰაჰაჰაააა,წინასწარ გაფრთხილებთ, არ დაიჯეროთ ჩემზე, რამეს თუ იტყვიან ნაცები. აბსოლიტურად ა პოლიტიკური ვარ. უბრალოდ, აზარტი თავისას შვება, ბოლომდე სანამ არ მოვჩიჩქნი, ვერ ვისვენებ. ეს ფოტო ჩამივარდა ხელში. ვიღაც ჰოლანდიაში მცხოვრებმა ქართველმა გააზიარა ფეისზე და მეც გაგიზიარეთ.....ჰოლანდიაში მიშიკო და ბექიკო ,,მისია შესრულებულია.“ აიტ, სად გამოგიჭირეთ“, წერს ლელა  მიქელაძე-ბერიაშვილი.

 

ლელას ამ პოსტს მოჰყვა ვარაუდები, რომ ეს იყო ფოტოშოპი, რასაც ავტორმა სეთი კომენტარით უპასუხა: „ეს თუ ფოტოშოპია, მაშინ მე კორეის პრეზიდენტი ვყოფილვარ.“

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge