Powered by Jasper Roberts - Blog

17:06 16.06.2017
საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც რუსეთში ბინადრობის დოკუმენტი ან მუშაობის უფლება აქვთ, რუსეთის დატოვებას მხოლოდ ვიზით შეძლებენ

საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც რუსეთში ბინადრობის დოკუმენტი ან გრძელვადიანი მუშაობის უფლება აქვთ, რუსეთის დატოვებას მხოლოდ ვიზით შეძლებენ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.



დღეს ტელეკომპანია “დოჟდ“-ის ტელეწამყვანმა ანა მონგაიტმა “ფეისბუქ”-ში გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმად, მოსკოვის აეროპორტში მისი შვილების ძიძისგან, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, გასვლითი ვიზა მოითხოვეს.



მოგვიანებით, აღნიშნული ინფორმაცია რუს ჟურნალისტებთან უფლებადამცველებმაც დაადასტურეს.



როგორც გამოცემა “მოსკოვსკი კომსომოლეცი” იტყობინება, საქართველოს მოქალაქეების გარდა, შესაბამისი სავიზო მოთხოვნა დაწესდა ყველა იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც რუსეთთან სპეციალური შეთანხმება არა აქვთ გაფორმებული.



გამოცემასთან საუბარში უფლებადამცველი ბახრომ ისმაილოვი აცხადებს, რომ გასვლითი ვიზის შესახებ მოთხოვნა ძალაში ამა წლის 7 ივნისიდან შევიდა.



მისივე ინფორმაციით, რუსულ მედიაში ინფორმაცია ახალი სავიზო მოთხოვნების შესახებ არ გავრცელებულა.



“დაიწყო ავიარეისებიდან და მატარებლებიდან მასობრივი მოხსნები. ეს საკითხი ეხება საქართველოს, თურქმენეთის, ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა და აშშ-ის მოქალაქეებს, მათ შორის მოქალაქეების არ მქონე პირებსაც”, - აცხადებს უფლებადამცველი. 



ტელეკომპანია “დოჟდ”-ის ტელეწამყვანის, ანა მონგაიტის ინფორმაციით, მისი შვილების ძიძა, საქართველოს მოქალაქე, გასვლითი ვიზის არქონის გამო მოსკოვის აეროპორტში 2 000 რუბლით დააჯარიმეს. 

“აღმოჩნდა, რომ ახლა ყველა უცხოელი, რომელმაც რუსეთში ბინადრობა ან ხანგრძლივი მუშაობის უფლება მიიღო, ქვეყნის დასატოვებლად, ვალდებულია “გასვლითი ვიზა” აიღოს”, - აღნიშნავს ჟურნალისტი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge